ოლიგარქის ხელისუფლება მოქალაქეებს მასობრივი ტერორით ემუქრება. საბჭოთა სტილის რეპრესიები პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა. შავ სიაში ფეისბუქ-პოსტებზე რეაქციების გამოც შეიყვანენ. ამ ფორმით უპირისპირდება ხელისუფლება საზოგადოების დაუღალავ პროტესტს. შავ სიაში მხოლოდ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს შეიყვანენ. მედიაზე და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდამსხმელებს - არა. ოცნება, რომელიც აქამდეც ძალადობის წამხალისებელი იყო, ამბობს, რომ სიაში მოხვედრილებს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ . ხელისუფლების დაშინება არ მუშაობს, ოლიგარქის ჩანაფიქრს საზოგადოებაში დაცინვა და მეტი პროტესტი მოჰყვა.
"ოცნების" დაანონსებული რეპრესიები საბჭოთა სტილში
08 მაი 202420:11
3 წუთის საკითხავი